fbpx
კრიმინალი

პაკისტანელებმა ბერძენი პოლიციელი დააბეს და სახლში ჩაკეტეს

უპრეცედენტო შემთხვევის მოწმეები გახდნენ პოლიციის თანამშრომლები ნიკეაში. განყოფილებაში ზარი შევიდა, რომლის ავტორიც დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისვლისას მოხდა შეტაკება, რომლის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი დააბმული და ნაცემი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციაში დარეკეს და განაცხადეს, რომ ახლომდებარე აპარტამენტში შველას ითხოვდნენ. იქ მისულ თანამშრომელებს კი, პაკისტანელების ჯგუფი დახვდათ, რომელმაც მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია.

როდესაც “შეტაკება” დასრულდა, პოლიციის ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ერთ-ერთი კოლეგა თოკით დაბმული და ნაცემი იყო.

SKAI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ოფიცერი პაკისტანელების ჯგუფს დაედევნა, თუმცა ისინი თავს დაესხნენ მას, ცემეს და ბინაში თოკებით დააბეს.

onalem

ტესტ