fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პაგრატი: საცხოვრებელ კორპუსთან ორი ბომბი იპოვეს

დღეს ათენში საკმაოდ უცნაური ვითარებაა შექმნილი. ჯერ კიდევ დილით პოლიციაში ზარი შევიდა, რომელიც ეგალეოს მეტროში ბომბის არსებობის შესახებ იტყობინებოდა. უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები, თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა.

პაგრატზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე სანაგვე ურნასთან გამვლელებმა საეჭვო ყუთი შენიშნეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახეს. მათი თქმით, ყუთი იქ უცნობმა პირმა დატოვა.

ოფიცრებმა ტერიტორია შეამოწმეს, ყუთი გახსნეს და შიგნით ორი ხელნაკეთი ბომბი იპოვეს.

ორივე მათგანი ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.

პოლიცია ინციდენტის გამოძიებას ცდილობს.

onalem

ტესტ