fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პაგრატი: ბერძენი და ალბანელი მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გუშინ ღამით პაგრატზე, იმიტუსა და ევტიხიდუს ქუჩების კვეთაზე ორ მამაკაცს მანქანაში ესროლეს. პოლიცია ადგილზე დაახლოებით 21:35 წუთზე მივიდა და ორივე მამაკაცი დაჭრილი იპოვეს.

როგორც ცნობილია, ერთი მათგანი საბერძნეთის, ხოლო მეორე ალბანეთის მოქალაქეა. ისინი არიან ერთი და იგივე ასაკის, დაახლოებით 30 წლამდე. თვითმხილველთა თქმით მათ ოთხი უცნობი მიუახლოვდა და მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

ორივე მათგანი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალბანელს ტრამვა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, ხოლო ბერძენ მამაკაცს მუცლის არეში. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი ანგარიშების გასწორებას ჰგავს.

ადგილზე გრძელდება საქმის დეტალური გამოძიება.

onalem

ტესტ