fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

პადელიდის საქმის საბოლოო დასკვნით, საჭესთან მომღერალი თავად იჯდა

მრავალი თვის მანძილზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საბედისწერო ღამეს პადელი პადელიდის მანქანის საჭესთან მომღერალი თავად იჯდა. შემთხვევა 2016 წლის თებერვალში მოხდა.

გამოძიებას ათენის პროკურატურა რამდენიმე თვე აწარმოებდა და საბოლოო დასკვნის მიხედვით ავარიის დროს მანქანას პადელიდი მართავდა.

მომღერლის ოჯახმა შესაძლოა დასკვნა გაასაჩივროს, ისინი შემთხვევის დეტალებს 3 თვის მანძილზე დამოუკიდებლადაც იძიებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოჯახმა ჩივილი მას შემდეგ დაიწყო, რაც პადელიდისის მეგობრებმა, მინა არნაუტიმ და ფროსო კირიაკოსმა ჩვენებები მისცეს. ისინი ავარიისას მანქანაში ისხდნენ და ასევე განიხილებოდნენ, როგორც ეჭვმიტანილები. არსებობდა ვარაუდი, რომ მანქანას რომელიმე მათგანი მართავდა და ავარია სწორედ მათი მიზეზით მოხდა.

თუმცა, ყველანაირი ექსპერტიზისა და ძიების შედეგად, დასკვნა ერთია, რომ ავტოავარიისას, რომელმაც ახალგაზრდა ცნობილი მომღერლის სიცოცხლე იმსხვერპლა, მანქანას პადელი პადელიდი მართავდა.

onalem

ტესტ