პადელი პადელიდის ოჯახი სასამართლო ექსპერტიზას არ ენდობა

გაზეთ “Ελεύθερος Τύπος”-ის თანახმად, პადელი პადელიდის ოჯახი არ ენდობა სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლის დასკვნებს და სავარაუდოა, რომ მის წინააღმდეგ სარჩელსაც შეიტანს სასამართლოში.

ბატონმა კუვარისმა ხელი მოაწერა სამედიცინო ანგარიშს, რომელიც პროკურორებმა 2016 წლის 18 თებერვალს მომხდარი  ფატალური ავარიის გამოძიების საქმეში გაითვალისწინეს.

წყაროს თანახმად, საქმის საწარმოებლად კვიპროსელი გამომძიებლები გიორგოს და ანდრეას ცირკალისები იყვნენ გამოძახებულები.

შეგახსენებთ, რომ ბატონი კუვარის თანახმად, ავარიის დროს ავტომობილს პადელი მართავდა.

სხვა მოხსენებაში კი, აღნიშნულია, რომ ავარიის სიმძიმის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ ყველა მგზავრი ავტომობილის მარჯვენა მხარეს გადავარდებოდა, რადგან მათ უსაფრთხოების ღვედები შეკრული არ ჰქონდათ.

მომღერალი კი, იმის გამო რომ გაჭედილი იყო, ზურგით მარჯვენა კარს მიეყრდნო.

“ასეთ მდგომარეობას იგი ვერ მიიღებდა მძღოლის გვერდით რომ არ მჯდარიყო. შეუძლებელია ავტომობილი ვერტიკალური ღერძის გარშემო შემოტრიალებულიყო.” – აღნიშნულია მოხსენებაში.

“მარჯვენა სავარძელზე მჯდომი მხარს მარჯვენა კარს მიარტყამდა და დაიზიანებდა შესაბამისი მხარის კიდურს. რაც შეეხება პადელის, სწორედ მარჯვენა მხარეს აქვს დაზიანება, რადგან მძღოლის გვერდით იჯდა, კარიდან 20 სანტიმეტრის დაშორებით”.

 

melano

ტესტ