OYM: უფასო იურიდიული კონსულტაციები ქართველებისთვის – სამი წარმატებული შეხვედრა

საბერძნეთის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საადვოკატო ბიურო ათენში – “ემიგრანტთა მხარდაჭერის ორგანიზაციამ” (OYM – Οργανισμός Υποστήριξης Μεταναστών), ქართველი ემიგრანტებისათვის გამართა სამი უფასო იურიდიული კონსულტაცია ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიაში”.

ძირითდი სამუშაო თემები:

– როგორ მოვიპოვოთ ბინადრობის ნებართვა საბერძნეთში (Άδεια διαμονής);
– როგორ მოვიპოვოთ საბერძნეთის მოქალაქეობა (Ιθαγένεια);
– წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, და სხვ.

ემიგრანტთა მხარდაჭერის ორგანიზაცია ცდილობს ქართველ ემიგრანტებს მაქსიმალურად დაუდგეს გვერდში და დაეხმაროს საბუთების მოწესრიგებაში.

 

თუ თქვენც გსურთ დახმარება თქვენს საბუთებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ემიგრანტთა მხარდაჭერის ორგანიზაციას:

ტელ: 211 1883711
მისამართი: სიგრუ ფიქს 162
website: oym.gr