fbpx
საბერძნეთი

ორშაბათიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება

ცნობილი სინოპტიკოსის იანის კალიანოს ინფორმაციით, მომავალი კვირიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად შეიცვლება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ტემპერატურის კლება.

კალიანო სოციალური ქსელის გვერდზე აქვეყნებს, რომ ამინდის აღსანიშნავი ცვლილება არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ კვირას დილიდან იტალიაშიც დაფიქსირდება, ხოლო ორშაბათს საღამოს უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე გავრცელდება. სინოპტიკოსი ძლიერ წვიმასა და ქარს პროგნოზირებს.

რამდენი დღე გაგრძელდება ცუდი ამინდი ქვეყანაში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მომდევნო ორი დღის მანძილზე სინოპტიკოსები ამ თემაზე იმუშავებენ.

onalem

ტესტ