ორშაბათიდან საბერძნეთის მასშტაბით ამინდი გაუარესდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 22 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

უამინდობაში იგულისხმება წვიმა და ჭექა-ქუხილი, რომელიც ზოგიერთ ადგილას გაძლიერდება. ასევე, არ გამორიცხავენ სეტყვასა და ძლიერ ქარს.

ორშაბათი (22.10.2018)

წვიმა კვირას, დილიდან დაიწყება იონიის ზღვაზე, რომელიც თანდათან გადავა კონტინენტზეც და გაძლერდება, ხოლო შტორმები ზღვაზე ორშაბათს, გამთენიისას დაიწყება.

ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, წვიმა ზოგიერთ ადგილას გაძლიერდება. განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, სპორადესზე; ხოლო შუადღიდან იონიის კუნძულებზე და კონტინენტის დანარჩენ რეგიონებში (გარდა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკისა).

იქროლებს დასავლეთის ქარი სამხრეთის მიმართულებით, რომელიც, თანდათან გაძლიერდება იონიის ზღვაზე და 7-8 ბალს მიაღწევს.

სამშაბათი (23.10.2018)

წვიმა და ძლიერი შტორმია მოსალოდნელი იონიის ზღვის კუნძულებზე, ეპირუსში, ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, სპორადესზე, სტერეაში, ევიაში, პელოპონისოსა და კრეტაზე. უამინდობის მასშტაბები თანდათან გაიზრდება და გადავა ეგეოსისა და დოდეკანესის სხვა კუნძულებზეც.

ჩრდილოეთში, საღამოს საათებიდან, წვიმა შესუსტდება.

ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სუსტი თოვლი.

ქარის სიჩქარე ზღვის სანაპიროებზე 7-8 ბალი იქნება.

melano

ტესტ