fbpx
ემიგრაციაპოლიტიკასაბერძნეთი

საქართველოს საელჩოსა და საბერძნეთის სამინისტროს შორის შეთანხმება მიღწეულია

ძალიან სასიხარულო ცვლილებებია ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებში და როგორც ჩანს, შორს არ არის ის დღე, როდესაც ქართველი ემიგრანტების ლეგალიზაციისათვის შეღავათიანი პირობები განხორციელდება.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, ბატონ იოსებ ნანობაშვილისა და საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკის მინისტრის, ბატონ იანის ბუზალასის ურთიერთშეხვედრისას  მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე შემუშავებული 2-ეტაპიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ლეგალიზაციის კანონის ქართველი ემიგრანტებისთვის ახლებურ შესწორება-განმარტებას (ინტერპრეტირებას) და ახალი ინიციატივების შეთავაზება-განხილვას (ინიცირებას).

რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ, მრავალი წლის განმავლობაში არალეგალურად საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ლეგალიზაციის ახალი სტრატეგია უკვე შემოშავებულია და საბერძნეთის ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი უწყებებისგანაც პოზიტიური თანამშრომლობის სურვილი ნათლად ჩანს.

სასიხარულოა, რომ საბერძნეთში ქართული დიასპორის, მისი ინტელექტუალური ნაწილისა და უბრალო ემიგრანტთა ხმა გაგონილი იქნა და საქართველოს საელჩოს მხრიდანაც ღირსეული ნაბიჯები გადაიდგა, მათ განსახორციელებლად.

 

 

https://www.facebook.com/georgians.gr/videos/861073944041506/