fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ორივე შვილის სიკვდილი ვნახე” – ამბობს იანის მაკრის მამა

გარდაცვლილი 46 წლის ბიზნესმენის მამა განადგურებული ჩანდა საკუთარი შვილის დაკრძალვაზე, სიდნეიში.

მას შემდეგ, რაც ცერემონია ვულაში გაიმართა, იანის მაკრის სხეული ავსტრალიაში გადაასვენს და თავისი დის, ვიკის გვერდით დაკრძალეს. ვიკი მაკრი 1980 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა. იანის მაკრის სიკვდილის შემდეგ, 82 წლის მოხუც მამას, სტელიოს მაკრის მხოლოდ ერთი შვილი დარჩა.

მან Australian Daily Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა თუ რა მძიმეა ის, რომ საკუთარი ვაჟი და ქალიშვილი გვერდიგვერდ წვანან საფლავში. “შვილების სიკვდილი საკუთარი თვალით ვნახე” – ნათქვამია ტრაგიზმით აღსავსე ინტერვიუში.

დაკრძალვის ცერემონისთვის მაკრის ოჯახი ავსტრალიაში გაემგზავრა. ახლადდაქვრივებული ვიქტორია კარიდას გვერდით იდგა ბიზნესმენის პატარა ვაჟი პირველი ქორწინებიდან. მას მამის კუბო სხვებთან ერთად მხრებით ეჭირა. მაკრის 2 მცირეწლოვანი შვილი კი, ავსტრალიაში არ ჩაუყვანიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია აღარ დაბრუნდება საბერძნეთში. იგი შვილებთან ერთად სიდნეიში დასახლებას გეგმავს.

ამავდროულად, იანის მაკრის მკვლელობის ვიდეომ საზოგადოებაში განცვიფრება გამოიწვია. მკვლელობის ამსახველი კადრები “SKAI”-მ გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ ყველაფერი 5 წამში მოხდა. მკვლელი გვერდითა მხრიდან ესვრის ბიზნესმენს, მაკრი ახერხებს მანქანიდან გადმოსვლას, თუმცა იგი დაჭრილია. ამასობაში, მკვლელი უახლოვდება მას და იქამდე ესვრის, სანამ მსხვერპლი ადგილზე არ გარდაიცვლება. როგორც ვიდეოში ჩანს, იანის მაკრი ხედავს საკუთარი მკვლელის სახეს და გაქცევას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

onalem

ტესტ