მანდრა: ორი შვილის მამა წყალმა დედასთან ტელეფონზე საუბრისას გაიტაცა

საბერძნეთში მომხდარმა ბუნებრივმა კატასტროფამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილია გიორგოს მაკარუნასი, რომლის ამბავმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო.

36 წლის მამაკაცი, ორი შვილის მამა, სატვირთოზე მძღოლად მუშაობდა. მისი მანქანა წყალმა მანდრაში ჩაკეტა და ადგილიდან არ იძვროდა. თავადაც შიგნით იყო მოქცეული. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ის  დედასთან ტელეფონით საუბრობდა.

ცოტა ხნის შემდეგ სატელეფონო ხაზებიც გაითიშა და მაკარუნასმა სატვირთოდან ამოსვლა სცადა. სწორედ ამ დროს ის წყალმა გაიტაცა და გარდაიცვალა.