fbpx
პოლიტიკა

ორი ბერძენი ჯარისკაცის განცხადება: “ჩვენ კარგად ვართ, ვუძლებთ!”

ანგელოს მიტრეტოდისი და დიმიტრის კუკლაძისი, რომლებიც 1 მარტიდან ადრიანოპოლის ციხეში უკანონოდ არიან დაკავებულები, მოთმინებით უძლებენ და ებრძვიან თავიანთ მდგომარეობას.

21 ივლისს ახალგაზრდა დიმიტრი კუკლაძისს დაბადების დღე ჰქონდა. ის 27 წლის გახდა. “ერთის მხრივ, ჩვენ მოხარულნი ვართ და მეორეს მხრივ ვწუხვართ განვითარებული მოვლენების გამო”, – განაცხადა მამა ათანასიოსმა, სერჟანტის სულიერმა მოძღვარმა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, სამხედროებმა, დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა უფრო დინამიურად უნდა იმოქმედონ. მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ დანარჩენმა ხალხმა ჩვენს ღვთისმშობელს უნდა შეავედროს მათი თავი. იმიტომ, რომ ეს გადაარჩენს ჩვენს შვილებს,” განაცხადა მამა ათანასიოსმა, ANT1-თან საუბრისას და აღნიშნა: “მთელმა საბერძნეთმა უნდა ილოცოს. “

გარკვეული წყაროების თანახმად, ორი ახალგაზრდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ ნორმალურია. ისინი ამბობენ, რომ მტკიცედ დგანან და უძლებენ. ისინი, თავიანთ მშობლებს იმედს და გამბედაობას მატებენ, მაგრამ ფსიქოლოგიური დაღლილობა და იმედგაცრუება, თურქების მიუღებელი პრაქტიკით, მაინც ეტყობათ.

“მშობლები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით ამ დღეებში, როცა ჩვენ მოვლენების განვითარებას ველით. დიმიტრისი კარგად არის, რამდენადაც შესაძლებებლია. მას ჯერ არ დაუკარგავს იმედი და მოკითხვას გვიგზავნის “, – ამბობს კუკლაძის მეგობარი.

თუმცა, სასამართლოს მეხუთე უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, ლეიტენანტი ანგელოს მიტრეტოდის მამა პოლიტიკურ თამაშებზე საუბრობს. “ეს არის ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური თამაში და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ წესებით”, – განაცხადა მან.

ხოლო სანამ პროცედურები იწელება, ფოტის კუველისმა დაადგინა, რომ მობილური ტელეფონები შემოწმდა ათენელი ექსპერტის დასწრების გარეშე.

onalem

ტესტ