fbpx
საბერძნეთი

ორი ბერძენი ჯარისკაცი ხვალ პრემიერის თვითმფრინავით საბერძნეთში ბრუნდება

ხვალ პრემიერის თვითმფრინავი ადრიანუპოლში გაფრინდება, რათა თურქეთის ტყვეობაში მყოფი ორი ბერძენი ჯარისკაცი საბოლოოდ საბერძნეთში დააბრუნოს. თვითმფრინავში იქნებიან მთავრობის წარმომადგენლებიც, რათა ჯარისკაცები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

საბერძნეთის პრემიერისა და თურქეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლების მოლაპარაკების შემდეგ, ციპრას მრჩეველი დაარწმუნეს, რომ როცა სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა, თუ მათ კვლავ გაამტყუნებდნენ, ისინი მაქსიმუმ იმ დროს გაატარებდნენ ციხეში, რა დროის მანძილზეც აქამდე იყვნენ ადრიანუპოლის ციხეში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერნეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლებისთვის. ციპრა-ერდოღანის შეხვედრისას, ნატოს სამიტის ფარგლებში, პრემიერმა წინა პლანზე სწორედ ეს პრობლემა წამოსწია და პრობლემის გადაწყვეტის საკითხი დააყენა.

onalem

ტესტ