fbpx
საბერძნეთი

ორდღიანი წვიმა და შტორმი საბერძნეთში

სინოპტიკოს კალიანოსის ინფორმაციით, ხვალ, სამშაბათს შუადღიდან ოთხშაბათის ჩათვლით, საბერძნეთში ამინდი შეიცვლება. მოსალოდნელია ნალექი და ტემპერატურის ვარდნა.

ტემპერატურა ჩრდილოეთ და დასავლეთ საბერძნეთში დღეს 36-37 გრადუსს აღწევს და იგივე იქნება ხვალ, მხოლოდ სამხრეთ და ცენტრალურ საბერძნეთში, ხოლო შუადღიდან ჩრდილოეთ საბერძნეთში ამინდი შეიცვლება.

კალიანოსის ცნობით, ხშირი და მუქი ღრუბელი იქნება მაკედონიაში, თრაკიისა და თესალიის რეგიონებში. მოსალოდნელია წვიმა და შტორმი. ამინდის ცვლილება, სამშაბათს საღამოდან ოთხშაბათს საღამომდე, დაფიქსირდება ცენტრალურ და სამხერეთ საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიებზე.

კონკრეტულად, ნალექი მოსალოდნელია:

სამშაბათს შუადღიდან ოთხშაბათს შუაღამემდე:

– ცენტრალური მაკედონია და აღმოსავლეთ მაკედონია.

სამშაბათს შუაღამიდან ოთხშაბათს დილამდე:

– ცენტრალური მაკედონია
– აღმოსავლეთ თესალია და სპორადესი
– ჩრდილოეთ ევია.

ოთხშაბათს შუადღიდან ოთხშაბათს საღამომდე:

– პელოპონესის შიდა ტერიტორიების უდიდესი ნაწილი.

წვიმა ატიკაში მოსალოდნელია ოთხშაბათს.

ტემპერატურა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 28-29 გრადუსამდე დაიკლებს. თუმცა, დაბალი ტემპერატურა დიდხანს არ გასტანს.  სინოპტიკოსთა ცნობით, 1 სექტემბრიდან ზაფხული დაბრუნდება და პარასკევს ტემპერატურა ისევ აიწევს და სამხრეთ და ცენტრალურ საბერძნეთში ჰაერი 36-37 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ