fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ოქროს ვიზა” – კომფორტული იმიგრაცია საბერძნეთში

ზოგი კვიპროსისა და მალტას მოქალაქეობის მისაღებად მილიონებს იხდის, ზოგი კი, უბრალოდ, ძალიან დაბალ ფასად იღებს ევროპაში ცხოვრების უფლებას. საბერძნეთში, შესაძლოა, კრიზისია, მაგრამ როგორც ცნობილია, არა ყველასთვის. ყველა რესტორანი და კაფე ხალხით არის სავსე, სილამაზის სალონები და მაღაზიებიც მუდმივად მუშაობენ.

რას არჩევენ შედარებით მდიდარი უცხოელები? იყიდონ უძრავი ქონება საბერძნეთში ხელმისაწვდომ ფასად და მიიღონ უფლება დასახლდნენ ქვეყანაში ლეგალურად. ამ ყველაფერს მათთვის “ოქროს ვიზა” ეწოდება.

თუ 250,000 ევროს ღირებულების ბინას შეიძენთ, თქვენ ბინადრობის 5 წლიან უფლებას მიიღებთ. ხოლო 7 წლის შემდეგ, მოქალაქეობის მიღების შანსიც გექნებათ.

ოჯახისთვის, რომელსაც ოქროს ვიზა აქვს და ბინადრობის ნებართვას ითხოვს, განაცხადის გაგზავნის საფასური 6200 ევროა. აქ შედის თარგმანები, დაზღვევა და სხვადასხვა ფორმალური დოკუმენტების მომზადება. (იგულისხმება ოჯახი ორი შვილით).

onalem

ტესტ