“ოქროს განთიადის” წევრის სკანდალური აღიარება შიდა პარტიული ვითარების შესახებ

იარაღი, “არტერიების პოვნა” და ორგანიზაციის იმ წევრების ცემა, რომელთაც პარტიის დატოვება უნოდათ. ეს ის დეტალებია, რომლებიც “ოქროს განთიადის” ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას გაამხილა.

წევრი კოდური სახელით “მოწმე ე.” პარტიის წევრი 6 წლის მანძილზე იყო, ხოლო მათთან თანამშრომლობა 2010 წელს გაწყვიტა. მან წასვლა გადაწყვიტა, რადგან ის პარტიული საქმიანობიდან თავს იგნორირებულად გრძნობდა და ასევე იმასაც ფიქრობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ორგანიზაციის დატოვების შემდეგ, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური, სახლიც და მიმალვაში წასულიყო. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ პარტიის წევრები წასვლის გამო ემუქრებოდნენ. ის ასევე აღნიშნავს, რომ “ოქროს განთიადმა” მემარცხენეებზე თავდასხმები 2006 წელს დაიწყო, ხოლო თავდასხმები დანებით 2010 წელს.

“მოწმე ე.-მ” ისაუბრა ათენში ღამის საათებში თვალთვალის შესახებ და გაკვეთილებზე, თუ როგორ უნდა გაენადგურებინათ მტერი. მან განაცხადა, რომ მსგავს ქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა, რადგან ეს მის ბუნებაში არ იყო და არც მის პოლიტიკურ იდეოლოგიებს მიესადაგებოდა.

მისი თქმით, პარტიის ყოფილი დეპუტატი მათ ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინათ დანა და როგორ ეპოვათ არტერიები. თითოეული წევრი იარაღს ატარებდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ რისკის ქვეშ იყვნენ.

როდესაც ქალმა პარტია დატოვა, ბრძანება გასცეს მის სასტიკ ცემასთან დაკავშირებით. ამ დრომდე ბრძანება ძალაშია და თუკი მას იპოვიან, როგორც თავად ამბობს, “ფეხებს დაამტვრევენ.”

სასამართლო პროცესი “ოქროს განთიადის” წევრების საქმესთან დაკავშირებით 2015 წლიდან მიმდინარეობს

melano

ტესტ