fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”ოქროს განთიადის” წევრებმა მიგრანტები სასტიკად სცემეს

გუშინ შუადღეს ”ოქროს განთიადის” წევრებმა მიგრანტები სასტიკად სცემეს. შემთხვევა ასპროპირგოსში მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას რასიზმისა და ფაშისტური მოპყრობის წინააღმდეგ მებრძოლი გაერთიანება (ΚΕΕΡΦΑ) ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ერთ-ერთი ნაცემი პირის ფოტოები, რომლიც სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება.

ფაშისტური მოძრაობის ხუთი წევრო ორ მიგრანტს მაშინ დაესხა თავს, როდესაც მუშაობდნენ. მათ სახის არეში სასტიკი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ΚΕΕΡΦΑ აცხადებს, რომ მსხვერპლთათვის დამნაშავეთა ვინაობა ცნობილია. ისინი ახლაც, ისევე როგორც წინა თავდასხმების დროს, მათ რასისტულ ფრაზებს ეუბნებოდნენ: ”ბინძურო პაკისტანელო, ახლა სად გამეცქევი.”

onalem

ტესტ