fbpx
პოლიტიკა

”ოქროს განთიადი” კრიმინალური ჯგუფია და არა პოლიტიკური პარტია

ათენის მერმა გიორგოს კამინისმა ”ოქროს განთიადისთვის” გუდის გარეუბანში, ერთ-ერთ პარკში ღონისძიების ორგანიზების უფლების მიცემაზე მტკიცე უარი განაცხადა.

ხუთშაბათს სხდომაზე მან თქვა: ”ამ თემასთან დაკავშირებით კითხვაც არ უნდა ჩნდებოდეს. თუ ”ოქროს განთიადს” თავისუფალი კონტროლის საშუალება ექნება, ისინი მიგრანტებს ეგეოსის ზღვაში დაახრჩობენ.”

მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს საკრებულოს გამოჩენილმა წევრებმა: კოსტას აქსელოსმა და პეტროს კონსტანტინუმ. ისინი ემხრობიან საერთო, ნათელ იდეას, რომლის მიხედვითაც, ”ოქროს განთიადი” კრიმინალური ჯგუფია და არა პოლიტიკური პარტია.”

ქალაქის საბჭო აცხადებს, რომ პარტია არ იმსახურებს ლიცენზიას სხვადასხვა საქმიანობის წარმოებაზე, ვანდალიზმის განმეორებადი ფაქტებისა და სახელმწიფო ქონების დაზიანების გამო.

onalem

ტესტ