fbpx
კრიმინალი

ოპერაცია მენიდიში: დაკავებულია 16 ადამიანი

მენიდის გარეუბანში საბერძნეთის პოლიციამ იარაღის უკანონო ტარების, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის ბრალდებით 16 პირი დააკავა.

თუმცა, დაფიქსირებულია სხვა სახის კანონდარღვევებიც: საბუთების გაყალბება, საგზაო წესების დარღვევა და მსგავსი დანაშაულები. გარდა ამისა, მენიდიდან მოშორებით, ყოფილი სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე მარიხუანას პლანტაციები აღმოაჩინეს.

11 წლის სკოლის მოსწავლის სიკვდილის შემდეგ, ამ რეგიონში პოლიციის რეიდები რეგულარულად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რეიდებში ჩართულები არიან პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტები: უსაფრთოების, ნარკოტრეფიკის, DIAS, ΜΑΤ და ΕΚΑΜ. საფუძვლიანი შემოწმებისთვის, მუშაობს ვერტმფრენი.

onalem

ტესტ