fbpx
სტილი

ონასისთან ქორწინების წინა დღეს მეგობარი ჟაკლინ კენედის სასიყვარულო წერილებს სწერდა

ცოტა ხნის წინ ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ონასისა და მისი მეუღლის ჟაკლინ კენედის ურთიერთობის შესახებ, რომ ის ნამდვილად არ ყოფილა იდეალური. ვინც მათ გვერდით მოხვდებოდა, ვერ უძლებდა დაძაბულობას, რომელიც ამ ქორწინების პარალელურად არსებობდა. ჟაკლინ კენედის ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, რომელიც ამერიკის პირველი ლედის ცოლად შერთვაზე ოცნებობდა.

ყოფილი აშშ-ს ელჩი დიდ ბრიტანეთში, ლორდ დევიდ ორმსბი გორი, კენედების ოჯახის უახლოესი მეგობარი და ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი იყო კარიბის კრიზისის დროს. კენედის სიკვდილის შემდეგ, ლორდი მთელი გულით ედგა გვერდში ქვრივს. 1968 წლის ზაფხულში, ჯაკლინი და ლორდი ჯაკლინის ვაჟთან ერთად კამბოჯაში წავიდნენ სამოგზაუროდ. ამ პერიოდში ჟურნალ-გაზეთები სავსე იყო კითხვით: ”პირველ ლედის საყვარელი ჰყავს?”

ამავე წელს ჯაკლინ კენედიმ არისტოტლე ონასისზე დაქორწინება გადაწყვიტა, რის შესახებაც ლორდმა არ იცოდა და მას მისწერა წერილი, რომელშიც ცოლობას სთხოვდა. ჟაკლინმა, რომელიც ქმრის იახტით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, უარი იმდენად რბილად განუცხადა, რამდენადაც შეეძლო :

”ჩვენ უამრავი დრო გავატარეთ ერთად და დიდი ტკივილი გავუზიარეთ ერთმანეთს. ეს ყოველთვის დაგვაკავშირებს. თუმცა, იმისთვის, რომ კარგად და კომფორტულად ვიგრძნო თავი, გვერდით ის ადამიანი უნდა მყავდეს, რომელიც ჩემი წარსულიდან არ იქნება. შენ ყოველთვის ჩემი საყვარელი ძმა და მეგობარი იქნები,” წერს საკუთარ ქმარზე შეყვარებული პირველი ლედი. მან 1968 წელს ონასისზე იქორწინა.

ჟაკლინის უარმა ლორდი გრძელვადიან დეპრესიაში ჩააგდო. ისინი მრავალი წელი სწერდნენ ერთმანეთს წერილებს, რომლებიც პირად არქივში ინახება. ზოგიერთი მათგანი კი აუქციონზე 100,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

onalem

ტესტ