fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

ომონიის ლომბარდის ოფიციალური პასუხი ქალბატონებს, რომლებსაც ოქროს გამოტანაზე პრობლემა შეექმნათ

Georgians.gr-მა მიიღო ოფიციალური დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ლომბარდში მართლაც მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც პოლიცია ატარებს. გამომდინარე აქედან, ლომბარდის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული პასუხი, რომ ძვირფასეულობა პოლიციაშია, სიმართლეს შეესაბამება.

ლომბარდის წარმომადგენლის თქმით, ოქროულობის გაცემას პოლიცია აჭიანურებს და პროცესი თვიდან თვემდე იწელება. მათ მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული პროცესი თებერვალში დამთავრდება და ხალხი თავისი ძვირფასეულობის წაღებას შეძლებს.

ვისაც რაიმე თანხა აქვს გადახდილი და სჭირდება ფული, შეუძლია მივიდეს ამ ლომბარდში და თანხას უკან გამოიტანს.

საუბარია ომონიაზე მდებარე მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ლომბარდზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ ლომბადთან გაქვთ კავშირი და გაქვთ დამატებითი კითხვები, დარეკეთ პირდაპირ მათ საკონტაქტო ნომრებზე ან მიაკითხეთ ადგილზე.

onalem

ტესტ