ომონიის ინციდენტი: “ზაკ კოსტოპულო ცემის გამო არ გარდაცვლილა”

ომონიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. 33 წლის ზაკ კოსტოპულოს გარდაცვალების მიზეზად ექსპერტები სასტიკ ცემას არ ასახელებენ. მათი თქმით, ახალგაზრდას არ ჰქონდა მიღებული ისეთი სახის დაზიანებები, რასაც მისი სიკვდილის გამოწვევა შეეძლო:

“გარდაცვლილს აქვს დაზიანებები მთელ სხეულზე, მცირე ჭრილობები, თუმცა, ეს მისი სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა. ჯერჯერობით ვვარაუდობთ, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო. ველოდებით ჰისტოლოგიურ და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს, თუმცა, ამას დრო სჭირდება.”

ზაკ კოსტოპულოს ხვალ 12:00 საათზე, იტეაში დაკრძალავენ.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში ნაპოვნია დანა, რომელსაც ასევე ექსპერტიზა უტარდება. პოლიცია ამავდროულად ეძებს მამაკაცს, რომელიც გარეთ გამოსულ 33 წლის კოსტოპულოს მაღაზიის მეპატრონესთან ერთად ურტყამს.

საზოგადოება მომხდარით შეძრულია, საქმის გარშემო კი კითხვის ნიშნები არ ქრება.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო:

melano

ტესტ