fbpx
კრიმინალი

ომონიაზე მდებარე ოფისი კლიენტების მოტყუებაში ამხილეს – გამოძალული თანხა 36, 000 ევროა

ბერძნული მედიის ცნობით, ომონიაზე მდებარე ერთ-ერთი ტურისტული ოფისი კლიენტურის მოტყუებაში და დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვაში ამხილეს.

კერძოდ, ტურისტული კომპანიის ორი თანამშრომელი, რეკლამების საშუალებით, სისტემატიურად უკავშირდებოდა კლიენტებს და მათ უკიდურესად დაბალ ფასად სთავაზობდა სხვადასხვა ტურებს, როგორც საბერძნეთში, ასევე საზღვრებს გარეთაც. საუბრის შემდეგ ისინი თანხმდებოდნენ, რომ მხოლოდ 60 ევროს გადაიხდიდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული თანხა 4, 700 ევრომდე იზრდებოდა.

იმისათვის, რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, ისინი მათ ნამდვილი ტურისტული კომპანიის საბუთებს აძლევდნენ, რომლის სანაცვლოდ ნაღდი ფულით უნდა გადაეხადათ.

რამდენიმე დღეში კი ისინი კვლავ უკავშირდებოდნენ “კლიენტებს” და ეუბნებოდნენ, რომ მათი მოგზაურობა გადაიდო, ხოლო თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო.

პოლიციის ინფორმაციით, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, მათ მსგავსი სახით 36 ადამიანი მოატყუეს და საერთო ჯამში მათ მიერ გამოძალული ფულის რაოდენობა 36, 000 ევროს უდრის.

არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ ტურისტულ ოფისზეა საუბარი.

onalem

ტესტ