fbpx
კრიმინალი

ომონია: უცხოელი ემიგრანტი მამაკაცი დანით დაჭრეს (ფოტოები)

გუშინ შუადღეს ომონიის ცენტრში, გამვლელების თვალწინ, სისხლიანი შეტაკება მოხდა. ერთმანეთს თავს უცხოელ ემიგრანტთა ორი ჯგუფი დაესხა. სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც, ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა.

ალჟირელებს შორის ჩხუბი ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო მოხდა.

გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი ათენის ათენის იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას ჭრილობები გაუკერეს და როგორც ექიმები ამბობენ, დანა სულ რამდენიმე სანტიმეტრით ღრმად რომ შესულიყო, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა.

პოლიცია შემთხვევის მიზეზებს იძიებს.

ვრცელდება დაჭრილი მამაკაცის ფოტოები:

onalem

ტესტ