fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ომონია: “თავის მოკვლა მინდა” – თქვა 42 წლის მამაკაცმა და აივნისკენ გაიქცა

ომონიაზე მომხდარი თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება.

გუშინ დაახლოებით 22:00 საათზე ალბანელი მამაკაცი ომონიაზე მდებარე სასტუმროში შევიდა, მისაღებში მჯდომ თანამშრომელს სწრაფად ჩაუარა და კიბეზე ასვლა დაიწყო.

უეცრად სასტუმროს მომსახურე პერსონალს უთხრა: “თავის მოკვლა მინდა”, ამის შემდეგ კი აივნისკენ გაიქცა.

დამლაგებელმა ამის შესახებ მიმღებში შეატობინა, თუმცა, ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ალბანელი მამაკაცი მე-5 სართულიდან, დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.

“რესტორანში ვიყავი და ვმუშაობდი, როცა ხმა გავიგე და ხალხი დავინახე. ცნობისმოყვარეობის გამო გარეთ გამოვედი, რომ მენახა, რა ხდებოდა. მამაკაცი გადმოვარდნილი იყო. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ამბობენ, რომ მან ქალთან გაწყვიტა ურთიერთობა, რომელთანაც ფულთან დაკავშირებული გარიგება ჰქონდა,” ამბობს თვითმხილველი.

მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

საეჭვოა ფაქტი, რომ 42 წლის ალბანელს თან ქეისი ჰქონდა, რომელშიც 4, 000 ევრო იდო.

onalem

ტესტ