fbpx
კრიმინალი

ომონია: პირები, რომლებიც პოლიციელებს თავს დაესხნენ, მხოლოდ ბერძნები არ არიან

პოლიცია 50-კაციანი ანარქისტების დაჯგუფების წევრებს ეძებს, რომლებმაც ორშაბათს, იერიში მიიტანეს ომონიის პოლიციის განყოფილებაზე. დაჯგუფის წევრებს შორის არიან ბერძნები, იტალიელები, ესპანელები და ალბანელები.

იგივე ინფორმაციის მიხედვით, დაჯგუფების წევრების უმეტესობა ექსარხიაში მიიმალა, რაც ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკოსის შეფასებას, რომ ისინი მართლაც ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებაში. ამასთან ერთად, სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თავდასხმების ახალი ციკლი დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

“რაც ჩვენ გვადარდებს ისაა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და სხვა, ახალი თავდასხმები განხორციელდება პოლიციის მიმართ,” – ამბობენ სამართალდამცავები. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პასუხისმგებელი პოლიციის თანამშრომლები საუბრობენ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ბევრ კითხვას სვამს, თუ როგორ მოხდა “ბახალაკიდეს” მიერ ორგანიზებული თავდასხმა ისე, რომ პოლიციას ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

ფაქტობრივად, პოლიციას არც თავდამსხმელთა გამოჩენა “შეუმჩნევია” და ვერც მათი გაუჩინარება დააფიქსირა, რადგან არაინფორმირებული იყო და მათი ძალისხმევაც არაეფექტური აღმოჩნდა. ამის გამო, პოლიციის ხელმძღვანელობამ, ათენის ცენტრში, ძალების მობილიზება და ახალი სტრატეგიის შემუშავება განიზრახა.

onalem

ტესტ