fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ომონია: შეტაკებები პაკისტანელებსა და ბერძნებს შორის

დღეს შუადღისით უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ათენის ცენტრში, ომონიაზე.

როგორც ცნობილი გახდა, კოძიას მოედანზე 13:00 საათისთვის 3.000-მდე პაკისტანელმა მოიყარა თავი რელიგიური მიზნის გამო (დაგეგმილი ქონდათ მასიური ლოცვა). შემდეგ, ისინი დაიძრნენ ომონიის მიმართულებით.

ამავე დროს, ომონიაზე იმყოფებოდნენ ბერძნული გუნდის, პაოკის ფანები, რომლებსაც გეგმა ქონდათ ნეა ზმირნში წასულიყვნენ რათა მათი გუნდის თამაში ენახათ.

უცნობია თუ რა მოხდა როდესაც ორი დაჯგუფება ერთი მეორესთან ახლოს იყო, თუმცა, ხალხის თქმით ერთი მეორეს შეურაწმყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც, ფაქტობრივად ხელით შეეხნენ და მასობრივი ჩხუბიც ატეხეს.

საჭირო გახდა ბერძნული პოლიცია ჩარეულიყო რათა ისინი გაეშველათ.