fbpx
საბერძნეთი

ომონია: პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია 4 ოფიცერი

რამდენიმე წუთის წინ ომონიაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას მოლოტოვებით დაესხნენ თავს. შედეგად დაშავებულია ოთხი ოფიცერი, რომელთაგან სამს სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მეოთხე მათგანს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებული პოლიციელები თავიანთი ავტობუსის მახლობლად იდგნენ, როდესაც მოლოტოვები და ქვები დაუშინეს.

თავდასხმა ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების მხირდან განხორციელდა, ადგილზე იმყოფებოდა მათი დაახლოებით 50 წევრი, რომელთაც ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობის შესასვლელს, ავტობუსს, პოლიციის ორ მსუბუქ ავტომობილსა და იქვე მდგომ სხვა ორ მანქანას.

ამის შემდეგ ისინი ექსარხიისკენ გაუჩინარდნენ.

თვითმხილველთა თქმით ისინი შენიღბულები იყვნენ, ეჭირათ ქვები და მოლოტოვები, ასევე, ყვიროდნენ გარკვეულ სლოგანებს.

 

onalem

ტესტ