ომონიის ცენტრი: მამაკაცი სასტუმროს მეხუთე სართულიდან გადმოხტა

გუშინ ღამით ომონიის ცენტრში ტრაგიკულ და ამავე დროს უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. უცხოელი მამაკაცი, რომელიც ომონიის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში შევიდა, რამდენიმე ხანში მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

Skai-ის ინფორმაციით, ინციდენტი შუა ღამით მოხდა. როგორც გაირკვა, მამაკაცი სასტუმროში ქეისით შევიდა, რომელიც ფულით იყო სავსე და მას თავიდანვე ნერვიულობა ეტყობოდა. იგივე წყაროს მიხედვით, მამაკაცი ალბანელია. ის სასაწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანეს, თუმცა, დღეს დილით გარდაიცვალა.

ქეისში თანხის გარდა ძვირფასეულობაც აღმოაჩინეს.

პოლიცია ცდილობს საქმე გამოიძიოს.

melano

ტესტ