ომონია: ძარცვა, რომელიც თავად მძარცველის სიკვდილით დასრულდა

ომონიაზე, გლადსტონოს ქუჩაზე ძვირფასეულობის მაღაზიის გაქურდვის მცდელობა მძარცველის მძიმედ დაჭრით და მისი სიკვდილით დასრულდა. კადრები ასახულია ვიდეოში, რომელსაც Protothema.gr ავრცელებს.

დანით შეიარაღებული მამაკაცი, შუადღეს შეიჭრა მაღაზიაში. თუმცა, როგორც ჩანს, იქ ხაფანგში მოექცა. გაქცევის მცდელობის მიზნით მან, მაღაზიაში არსებული ცეცხლსაქრობი აიღო და რადგან სხვა გზით ვერ გავიდოდა მაღაზიიდან, ვიტრინა ჩაამსხვრია და გარეთ გავარდა. ქუჩაში იგი გამვლელების წრეში მოექცა,რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ, თანაც, როგორც აღმოჩნდა, ფანჯრის ჩამსხვრევის დროს იგი მძიმედ დაიჭრა, ამიტომ გავიდა თუ არა მაღაზიიდან, რამდენიმე წუთში, სული დალია.

Protothema.gr-მ გამოაქვეყნა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო. საინფორმაციო წყარომ, ვიდეოს ხმა გაუთიშა, ხოლო ადამიანების სახეები, სპეციალურად, ბუნდოვანი გახადა, ანონიმურობის დაცვის მიზნით.

melano

ტესტ