fbpx
საზოგადოება

დღეს 12:00 საათიდან პოლიციის საპროტესტო აქცია ომონიაზე

ათენის პოლიციის თანამშრომლები დღეს, ომონიის პოლიციის განყოფილებასთან 12 საათიდან არიან შეკრებილები საპროტესტო აქციის ფარგლებსი, ამავდროულად, გუშინ, მათ Facebook გვერდზე გამოაქვეყნეს შემდეგი შინაარსის პოსტი:

“ჩვენს კოლეგებზე კვლავ სისხლიან თავდასხმას ჰქონდა ადგილი. საინტერესოა, რამ მისცა მოტივაცია ასეთ ქმედებას? ჩვენმა კავშირმა დიდი ხანია დაგმო ის დეგრადირებული მეთოდები, რომლებსაც ამგვარი პრობლემების მოგვარება შეუძლია. მმართველობამ საცალფეხო პატრულების სერვისიც კი არ მოიწონა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ეგუება ასეთ პირობებს, ჩვენ კი ველოდებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რა ზომებს მიიღებენ ამ პრობლემების გადასაჭრელად.

“მათ “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს, რათა მძღოლი და მგზავრებიც ცოცხლად დამწვარიყვნენ” -განაცხადა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა სტრატოს მავროიდაკოსმა.

მან დასძინა, რომ ერთ-ერთ “მოლოტოვი”, რომლებსაც უცნობები ისროდნენ, დაკავების ცენტრისკენ იყო დამიზნებული, თუმცა, საბედნიეროდ, იგი მიზანს აცდა.”

“ანარქისტების მსგავსი მოძრაობები D ჯგუფის გაუქმების შედეგია. ეს სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგოს. მმართველობას არც კი აღმოუფხვრია საგანგებო სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები,” დაამატა მავროიდაკოსმა.

მან ასევე განაცხადა: “ჩვენ დიდხანს გვეშინოდა, რომ ერთ დღესაც პოლიციელები შეეწირებოდნენ ამ ამბავს და მართლაც ასე მოხდა. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, ანარქისტებთან საბრძოლველად.”

ადონის გეორგიადისმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი: “ეს არ არის სახელმწიფო! სირცხვილი მათ! ჩვენ ამას ასე არდავტოვებთ!”

ასევე, სოციალურ ქსელში, გიორგოს კუმუცაკოსმა აღნიშნა: “ძალადობა და დაუცველობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და თავისუფლებას. ეს მთავრობა, რომელიც ტოლერანტობას უკანონობის ჭრილში აქცევს, ნამდვილად ვერ გვიცავს ჩვენ უსამართლობისგან.”


onalem

ტესტ