fbpx
საზოგადოება

ომონია: ბერძნების თავდასხმა უცხოელებზე (ვიდეო)

კანიგოს სკვერთან ბერძნების ანტიავტორიტარული ჯგუფი თავს დაესხა უნგრელ ნაციონალისტებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ანტი-ფაშისტური ჯგუფის წევრების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, უნგრელები იქ, საფეხბურთო მატჩის გამო იყვნენ მისულები, თავისი ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად.

ბერძნების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ უნგრელები, კანიგოს სკვერის მიმდებარედ ერთ-ერთ ბინაში იყვნენ გაჩერებულები. ისინი უნგრეთის დროშას აფრიალებდნენ, ნაციონალისტური შინაარსის ბანერებს ავრცელებდნენ და ნაცისტურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ.

შედეგად, ანტი-ფაშისტური მოძრაობის წევრი ბერძნები თავს დაესხნენ უნგრელებს, რომლებიც აქეთ-იქით გაიფანტნენ. თუმცა, 3-მა მათგანმა მიმალვა ვერ მოასწრო და ბერძენი ანტიავტორიტარული ჯგუფის წევრები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

onalem

ტესტ