ომონია: 28 წლის ქალი პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი იპოვეს

გუშინ 28 წლის ქალი ომონიაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგა. ცოტა ხნის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც პოლიცია იტყობინება, მას შემდეგ, რაც ქალმა განაცხადი გააკეთა, საპირფარეშოში გასვლა რამდენჯერმე ითხოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ მან ბოლო გასვლისას, ძალიან დააგვიანა, ოფიცრები მის მოსაძებნად განყოფილების საპირფარეშოსკენ წავიდნენ და ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს შესაბამისი სამსახური, გვამი შეამოწმეს და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სიკვდილის კონკრეტული მიზეზები ექსპერტიზის შედეგად დღეს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში ქალი დაფნის საავდმყოფოში ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ორჯერ გადაიყვანეს.

ის საბერძნეთის მოქალაქე ბოშაა.

melano

ტესტ