ომონია: 23 წლის უცხოელის მკვლელობა თეატროს სკვერში გახსნილია

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ომონიაზე მოკლული 23 წლის უცხოელი მამაკაცის მკვლელი დაკავებულია.

ახალგაზრდა, რომელიც ავღანეთის მოქალაქე იყო, 2017 წლის 15 დეკემბერს, ომონიის ტერიტორიაზე 31 წლის ეგვიპტის მოქალაქეს შუადღეს შეხვდა. შელაპარაკების ნიადაგზე მათ ერთმანეთს ცემა დაუწყეს, რა დროსაც 23 წლის ავღანელი მძიმედ დაიჭრა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა.

31 წლის ეგვიპტელი პოლიციამ ახლახანს დააპატიმრა. ის უსახლკაროა, აცხადებს, რომ მათ შორის კამათი გამოიწვია ფაქტმა, რომ ავღანელი მამაკაცი მის გაძარცვას ცდილობდა, ის კი თავს იცავდა.

მკვლელობის იარაღი დანა  იყო.

ეგვიპტელი საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს.

melano

ტესტ