fbpx
საბერძნეთი

ოლიმპოს მთაზე დაკარგული ალპინისტის ევაკუაციის ოპერაცია დასრულებულია

მას შემდეგ, რაც ოლიმპოს მთაზე დაკარგული ალპინისტის შესახებ შეტყობინება მიიღეს, მაშველებმა მისი ძებნა მაშინვე დაიწყეს.

რუმინელი ალპინისტი შაბათს გაუჩინარდა. მაშინ, როდესაც საბერძნეთს ბუნებრივი კატაკლიზმა დაატყდა თავს.

სამშაბათს დილით კი მისი ადგილსამყოფელი დადგინდა. მისი ევაკუაციის ოპერაცია იმავე დღის საღამოს 20:00 საათზე დასრულდა. მაშველების 11 კაციანმა გუნდმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად შეძლო მისი გადარჩენა.

მათ მსხვერპლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ის ძალიან გამოფიტულია და ენერგიის აღდგენა სჭირდება.

ოპერაციაში სულ 24 მოხალისე იყო ჩართული და აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რაც კი ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულა.

onalem

ტესტ