fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ოჯახური ტრაგედია პეტრუპოლში: მამა და ქალიშვილი ცოცხლად დაწვას ძლივს გადაურჩნენ

პეტროპულში, კიპრუს ქუჩაზე, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის მანქანები მობილიზდნენ.

სახანძრო ბრიგადა ინფორმირებული იყო, რომ ბინაში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 12 მეხანძრე და 4 მანქანა ადგილზე მივიდა. ალმოდებულ სახლში 50 წლის მამაკაცი და მისი 17 წლის ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგონას სახეზე სისხლის კვალი და ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამამ საკუთარ შვილს დაზიანებები მიაყენა, ხოლო შემდეგ სახლს, რომელშიც ცხოვრობდნენ, ცეცხლი წაუკიდა. არსებობს ვერსია, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ამავე დროს, მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან ხშირად ესმოდათ ყვირილისა და ჩხუბის ხმა. ისინი ოჯახურ პრობლემებზე კამათობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამ გამოიწვია ხანძარი და მიუძღვის თუ არა მამას ბრალი 17 წლის გოგონას დაშავებაში. მეხანძრეთა ცნობით, ხანძარი მისაღებ ოთახში გაჩნდა. საბედნიეროდ ალი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა.

სასწრაფო დახმარების მანქანა პოლიციამ გამოიძახა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ შეატყობინა ხანძრის შესახებ თავად პოლიციას.

დაზარალებულებს კანზე ღრმა დამწვრობები არ აღენიშნებათ, თუმცა, პრობლემები აქვთ სასუნთ სისტემასთან დაკავშირებით, რაც კვამლმა გამოიწვია. 17 წლის გოგონა თრიასიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო კერძო საავადმყოფოში იმყოფება მისი 50 წლის მამა.

onalem

ტესტ