fbpx
საბერძნეთი

ოჯახური ტრაგედია პერისტერიში: 18 წლის ბიჭი დედ-მამის ჩხუბს შეეწირა

ოჯახური ტრაგედია პერისტერიში კვირას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი დედ-მამის ჩხუბის შეჩერებას ცდილობდა და მათ შორის ჩადგა.

მამა ეგვიპტის მოქალაქეა. მას მეუღლესთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. კვირა დღესაც მათ შორის უთანხმოება მოხდა და კამათი წამოიწყეს. სულ მალე კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და მამაკაცმა დანა მოიმარჯვა. ის ქალისკენ იწევდა, რა დროსაც მათ შორის მათი 18 წლის ბიჭი ჩადგა, რათა დედა დაეცვა. მამამ მას შემთხვევით არტერია გადაუჭრა.

დედამ შვილი სასწრაფოდ ევანგელიზმოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სიკვდილს სამი დღის მანძილზე ებრძოდა და საბოლოოდ, დღეს გარდაიცვალა.

პოლიციამ მამაკაცი დაუდევრობის ფონზე მკვლელობისთვის დააპატიმრა, ვინაიდან მისი ქმედება წინასწარ განზრახული არ იყო.

onalem

ტესტ