fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ოჯახური ტრაგედია კრეტაზე: მამა-შვილი სახლში გარდაცვლილები იპოვეს

კუნძულ კრეტაზე დღეს დილით საშინელი ტრაგედია დატრიალდა. პოლიცია ცდილობს ნათელი მოჰფინოს იდუმალებით მოცულ საქმეს. მამა-შვილი თავიანთ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ხელისუფლება თვითმკვლელობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

კერძოდ, 65 წლის მამაკაცი და მისი 89 წლის მამა დღეს, პარასკევს დილას, სახლში გარდაცვლილები იპოვეს. თავდაპირველად პოლიცია საქმეს კრიმინალური აქტის საფუძველზე იძიებდა, თუმცა, შემთხვევის ადგილას არანაირი ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა, ამიტომ გამოძიება ორმაგი თვითმკვლელობის ვერსიაზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ სახლში ნაპოვნია წამლების ცარიელი ყუთი, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათ დიდი რაოდენობით აბები მიიღეს და სწორედ ეს გახდა სიკვდილის მიზეზი.

ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვალებამდე 65 წლის მამაკაცმა დაწერა წერილი, რომელშიც ხსნიდა, თუ რა უბიძგებდა ასეთი გადაწყვეტილებისკენ, ხოლო მისმა მამამ წერილი წაიკითხა, შვილის სიკვდილს ვერ შეეგუა და თავადაც იგივე გზით მოიკლა თავი.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა წერია წერილში.

მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია მოხუცის ცოლი ანუ 65 წლის მამაკაცის დედა, რომელიც ვერ იჯერებს, რაც მის სახლში დღეს დილით მოხდა.

გამოძიება ტოქსიკოლოგიური ექსპეტიზის პასუხებს ელოდება.

onalem

ტესტ