fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ოჯახური ტრაგედია ატიკაში : მამაკაცმა საკუთარი და მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცმა საკუთარ დას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო შემდეგ, ამავე დანით თავი მოიკლა.

ინციდენტი ატიკაში, აგიოს დიმიტრიოს რეგიონში მოხდა. ღამით, 12 საათის შემდეგ, პელოპიდას N63 ნომერში მდებარე სახლში პოლიციამ მათი გვამები იპოვა.

როგორც ცნობილია, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
მას ჰქონდა შიშები, რომ გარდაიცვლებოდა და თავის 63 წლის დას მარტო დატოვებდა. სწორედ ამის გამო, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა, მას სიცოცხლე მოუსწრაფა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

ორივე მათგანის გვამი ექსპერტიზისთვის ლაბორატორიაში გადაასვენეს.

onalem

ტესტ