fbpx
კრიმინალი

ოჯახური დრამა: ეკლესიის ეზოში მიტოვებული ორი ბავშვი

თესალონიკში, კერძოდ კალამარიას წმინდა პანდელეიმონის ეკლესიის ეზოში პატარა გოგონა და ბიჭი 18 აპრილს ნაშუადღევს იპოვეს. მოქალაქეებმა, რომლებიც ხედავდნენ, რომ ბავშვები რამდენიმე საათის მანძილზე უპატრონოდ იყვნენ, პოლიცია გამოიძახეს.

3,5 წლის ბიჭი და 1,5-2 წლამდე გოგონა კალამარიას დაცვის დეპარტამენტში წაიყვანეს, ხოლო იქიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა პედიატრებს გაესინჯათ.

ამ ამბის შესახებ პროკურორს შეატყობინეს, რათა კანონის ფარგლებში გამოძიება დაწყებულიყო.

როგორც გაირკვა, ბავშვების მშობლები სასჯელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იხდიან. მამა დაპატიმრებულია დიავატაში, ხოლო ბავშვების დედა თივას ციხეში.

ბავშვებზე მეურვეობა დედის დას ჰქონდა აღებული.

მოგვიანებით, ბავშვების დეიდა იპოვეს და დააპატიმრეს. პროკურორმა მას ბრალი მცირეწლოვნების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის წაუყენა.

‘მე ღარიბი ვარ და არ გამაჩნია არანაირი შემოსავალი ბავშვების უზრუნველსაყოფად. ამიტომაც დავტოვე ეკლესიასთან, რადგან ვიფიქრე, მათზე ვინმე იზრუნებდა,” განაცხადა მან.

ბავშვების მშობლები და დეიდა სერბეთის მოქალაქეები არიან.

ამჟამად ბავშვები საავადმყოფოში არიან და იქ მანამდე დარჩებიან, სანამ პროკურორი გადაწყვეტს, თუ სად დააბინავონ ისინი.

ოთხშაბათს დილით ANT1 TV-სთან საუბრისას წმინდა პანდელეიმონის სახელობის ეკლესიის მღვდელმა აღწერა, თუ რა მოხდა, როდესაც ლიტურგია დასრულდა და მრევლმა გარეთ ბავშვები დანახა:

ბავშვები დაბნეულები იყვნენ და ტიროდნენ. როდესაც ხალხი მიუახლოვდა, შედარებით დაწყნარდნენ  და ლაპარაკიც დაიწყეს. ხალხმა სცადა ახლომახლოს მათი მშობლები ან ოჯახის წევრები მოეძებნა, მაგრამ ამაოდ. პატარა გოგონას თავისი რძის ბოთლი ეჭირა, ხოლო ბიჭი დედას, ბებიასა და დეიდას ეძახდა. როდესაც ხალხი მიხვდა, რომ ისინი უპატრონოდ იყვნენ, პოლიცია გამოიძახა.”

onalem

ტესტ