fbpx
სხვადასხვა

ოფიციალური ”სიჩუმის საათები” საბერძნეთში

დღესდღეობით, დიდი ქალაქების მოსახლეობის 60% ხმაურის ნეგატიურ ზემოქმედებას განიცდის. იმისათვის, რომ მიაღწიოთ შეთანხმებას მეზობლებთან ან თუნდაც გარშემო მდებარე საწარმოებთან თუ ორგანიზაციებთან, პირველ რიგში საჭიროა იცოდეთ თქვენი უფლებები და გარკვეული ნორმები.

ამგვარად, ”სიჩუმის საათები” იყოფა ზაფხულის (1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) და ზამთრის (1 ოქტომბრიდან 31 მარტის ჩათვლით) პერიოდებად.

საბერძნეთის პოლიციის მიერ გამოიყო შემდეგი ნორმები:

მუხლი N1

”სიჩუმის საათები” განისაზღვრება დღისა და საღამოს კონკრეტული დროით:

ზაფხულში 15:00 საათიდან 17:30 საათამდე და 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ზამთარში კი 15:30 საათიდან  17:30 საათამდე და 22:00 საათიდან 07:30 საათამდე.

აღნიშნულ საათებში აკრძალულია ნებისმიერი ხმაური, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც ხმაურს  წარმოქმნის: ტელევიზორის, რადიოს მოსმენა, ხმამაღალი საუბარი, სასიგნალო მოწყობილობების გამოყენება.

onalem

ტესტ