fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

ΟΑΣΘ ავტობუსის მძღოლის რასისტული ქმედებების შესახებ განცხადებას აკეთებს

“ის, რაც მოხდა ნამდვილად ეწინააღმდეგება იმ კულტურას, რომლის საზოგადოებაში ჩამოყალიბებასაც ორგანიზაცია ცდილობს” – ნათქვამია ΟΑΣΘ-ის  სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ΟΑΣΘ-ის ბიუროს მოწვევით, 3 ლტოლვილი ბავშვი, რომელიც მძღოლმა ავტობუსში არ აუშვა, ორგანიზაციის პრეზიდენტს, სტელის პაპას და აღმასრულებელ დირექტორს, სავას პანაგიტიდისს შეხვდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხდებაში ვკითხულობთ: “შეხვედრის დრო ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანა და ბერძენი ხალხი ისე უყურებს ლტოლვილ ბავშვებს, როგორც საკუთარ შვილებს. ჩვენ ყველანი ვეცდებით, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ და დავეხმაროთ მათ მიზნების მიღწევაში”.

შეხვედრის დროს, ორივე მხარემ პირობა დადო, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან, რათა სამომავლოდ მეგობრული ურთიერთობები განამტკიცონ. საბოლოო ჯამში, განცხადების თანახმად, ბავშვები და სტრუქტურის მენეჯერი, ირის პანდირისი დაარწმუნეს, რომ ΟΑΣΘ იმავე სიყვარულს და ტოლერანტობას გამოიჩენს ლტოლვილი ბავშვების მიმართ, რაც ბერძენი ხალხის უმრავლესობამ აჩვენა.

შეგახსნებთ ΑΡΣΙΣ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, 30 ოქტომბერს, პალაიკასტროსკენ მიმავალი 56 ნომრის ავტობუსის მძღოლმა 3 ლტოლვილი ბავშვი ავტობუსიდან ჩაუშვა. მას არც კი უკითხავს, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს ბილეთები, მაშინ, როდესაც ΑΡΣΙΣ ყველა ლტოლვილს ულიმიტო სამგზავრო ბილეთებით უზრუნველყოფს.

onalem

ტესტ