fbpx
საზოგადოება

დაცვის თანამშრომლებმა ΟΑΣΘ-ის ავტობუსიდან მგზავრი იძულებით ჩააგდეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო შემთხვევის გამოძიება, რომელიც ΟΑΣΘ-ის ავტობუსში მოხდა. როგორც ვიდეოში ჩანს, დაცვის თანამშრომლები ერთ-ერთ მგზავრს უხეშად ექცევიან.

კერძოდ, თესალონიკის ავტობუსიდან (N32 Β) დაცვის თანამშრომლები უხეშად აგდებენ მამაკაცს, რომელიც, როგორც ჩანს, უსახლკაროა.

ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული მამაკაცი სიცხისგან თავის დაღწევას ავტობუსში ასვლით ცდილობდა, რადგან ტრანსპორტში კონდენციონერი იყო ჩართული.

ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან არსებობს სხვა ვერსიებიც, რომ მამაკაცი სხვა მგზავრებს აწუხებდა, რის გამოც, საჭირო გახდა, საქმეში სამართალდამცავები ჩარეულიყვნენ.

https://www.facebook.com/dplastir/videos/1029423137243611/

onalem

ტესტ