fbpx
ემიგრაციული სიახლეები

გეკუთვნის თუ არა ΟΑΕΔ-ის უმუშევართა დახმარება? რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდე იმისათვის, რომ შეიტანო განასხადი?

ბერძნული კანონმდებლობიდან და “ოაედ”-ის გადაწყვეტილებებიდამ გამომდინარე, იმ ადამიანებს ეკუთვნით უმუშევართა დახმარება, რომელბიც არიან საბერძნეთის მოქალაქეები და ევროკავრიშრის წევრი-ქვეყნების მოქალაქეები, რამელთაც გააჩნიათ უმუშევართა დაზღვევა.
წინაპირობები:
1. ასაკი 20-66 წლამდე;
2. უმუშევართა დაზღვევიდან გამომდინარე ანაზღაურების 12 თვიანი ვადის ამოწურვა; ასეთი ანაზღაურება ასევე ეკუთვნით მათ, ვინც პერიოდულ (სეზონურ)სამსახურში მუშაობდა და რომლებსაც პირველი 12 თვიანი სადაზღვეო გადახდების შემდგომ 2 თვის ვადაში ეძლევათ გეგმიური ანაზღაურება;
გასათვალისწინებელია, რომ იმ უმუშევრებს არ გადაეცემათ “ოაედ”-ის დახმარება, რომლებსაც გამოეყოთ უმუშევართა დაზღვევა 12 თვეზე ნაკლები ვადით.
3. 1 წლიანი უმუშევრობის სტატუსის ქონა განცხადების შეტანის მომენტისთვის და ეს სტატუსი დარეგისტრირებული უნდა იყოს “ოაედ”-ის ბაზებში.
4. წლიური ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 10.000 ევროს. აღნიშნული შემოსავალი შესაძლებელია გაიზარდოს 586,08 ევროთი ოჯახის ყველა არასრულწლოვან წევრზე. არასულწლოვანია ისეთი წევრი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მისი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 11.172,16 (10.000 + 587 + 587 = 11.172,16) ევროს.
ოჯახის წლიურ შემოსავალში არ ანგარიშდება ისეთი შემოსავალი როგორიცაა: უმუშევართა დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დახმარება, დეკრეტული შვებულებისას ანაზღაურება.
პიროვნება, რომელიც არ არის დაოჯახებული მისი წლიური შემოსავალი განისაზღვრება როგორც ერთ ადამიანზე.
განცხადების შეტანის პროცედურა – გადაწყვეტილების მიღება:
დაინტერესებულ პირს უმუშევართა დაზღვევიდან გამომდინარე ანაზღაურების მიღების ვადის ამოწურვიდან ორი თვის ვადაში შეუძლია “ოაედ”-ის ფილიალში მისი საცხოვრებელი ადგილის ან ბოლო სამუშაო ადგილის მიხედვით ან ელექტრონულად შეიტანოს განაცხადი, რომელსაც დაერთვის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1. საგადასახადო დეკლარაციის (εκκαθαριστικού) ასლი
2. დოკუმენტი სადაც აღინიშნა, რომ განმცხადებელი გაეცნო შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) გაეცნო განცხადების განხილვის, “ოაედ”-ში მისი მოწვევის თარიღებს;
ბ) იღებს ვალდებულებას, რომ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის დაწესებულებებს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირების 8 სამუშაო დღის ვადაში.
გ) იღებს ვალდებულებას, რომ უპასუხოს ორგანიზაციის წარმომადგენლების ზარებს და დადგენილ ვადაში გამოცხადდეს აღრიცხვაზე;
დ) ვალდებულებას იღებს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში.
ე) ორიგინალი დოკუმენტების დამოწმებული ასლები
3. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
4.  ოჯახური მდგომარეობის შესახებ ცნობა.
დახმარების ხანგრძლივობა და თანხა.
მაქსიმალური დახმარების თანხა არის 200 ევრო, რომელიც გამოიყოფა არაუმეტეს 12 თვის ვადით ბენეფიციარის უმუშევრობის პერიოდში.
აღნიშნული ბონუსი არ ექვემდებარება მომატებას, არის პირადი ხასიათის და გადაცემას არ ექვემდებარება.