fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ΟΑΕΔ-ის ახალი პროგრამა რომელიც 20.000-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს

ქალბატონმა კარამესინიმ განაცხადა, რომ OAED-ს უკვე გამზადებული აქვს პროგრამა რომლის დახმარებითაც 20.000-მდე საბერძნეთში მცხოვრები ახალგაზრდები დასაქმდებიან. ლაპარაკია ახალგაზრდებზე 18-დან 35 წლამდე.

როგორც ჩანს, საბერძნეთში უმუშევრობა ნელ ნელა იკლებს და უკვე იგრძნობა. არა მარტო წელს, არამედ გასულ ორ წელში იგივე ფაქტი დაფიქსირდა.

მისი თქმით, ამ წუთას საბერძნეთში 864.000 უმუშევარი ადამიანია, რაც წინა წელთან შედარებით, 60.000 უმუშევარი ადამიანით ნაკლებია.

გარდა ამ პროგრამისა, მან განაცხადა რომ იანვარში მზადდება კიდევ ერთი პროგრამა, რის შედეგადაც დააფინანსებენ კერძო კომპანიებს, რათა მათი პერსონელი part time სამუშაოდან full time სამუშაოზე გადაიყვანონ (ანუ 4 საათი თუ მუშაობენ ყოველ დღე, იმუშავებენ 8 საათი).

საერთო ჯამში, მისი განცხადებით, ოაედ-ში რამოდენიმე პროგრამა უკვე არსებობს რის დახმარებითაც ათასობით ადამიანი მუშაობს და კიდევ იგეგმება სხვა პროგრამების დამატება.

ვისაც გსურთ რომ მიიღოთ ამ პროგრამებში მონაწილეობა და დაიწყოთ მუშაობა ოაედის დაფინანსებით, უბრალოდ მიაკითხეთ ოაედის ფილიალს. უნდა იყოთ საბუთიანი და უნდა გქონდეთ ოაედის კარტა. თუ არ გაქვთ, იქვე გააკეთებთ.