fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში 11,500 უმუშევრისთვის დასაქმების პროგრამები იწყება

დეკემბრის პირველ რიცხვებში, დასაქმების 2 ახალი პროგრამა დაიწყება. პირველი პროგრამა გათვლილია 6,000 კურსდამთავრებულზე, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს. მათთვის გამოყოფილია საგრანტო თანხები. კერძოდ, ისინი ყოველთვიური ანაზღაურების 50%-ს მიიღებენ.

ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, საგრანტო თანხები ასეთია:

  • უმაღლესი განათლების ხარიხსის მფლობელებს – 600 ევრო თვეში
  • ბაკალავრის ხარისხის მფლობელებს – 700 ევრო თვეში
  • დოქტორის ხარიხსის მფლობელებს – 800 ევრო თვეში

მეორე პროგრამა კი, განკუთვნილია კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საბერძნეთის ტერიტორიაზე. OAED-ში დარეგისტრირებული არიან 39 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებსაც უმუშევრობის დამამტკიცებელი შესაბამისი საბუთი გააჩნიათ.

გარდა ამისა, შრომის მინისტრის მოადგილემ, ნასოს ილოპულოსმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში OAED დაიწყებს პროგრამას 5,500 ახალგაზრდა უმუშევრისთვის, რომლებიც საჯარო სექტორში დასაქმდებიან. შერჩეული კანდიდატები სახელმწიფო თანამდებობებს 12 თვის განმავლობაში დაიკავებენ. მათი ყოველთვიური ანაზღაურება კი, შემდეგნაირი იქნება:

  1. უნივერსიტეტის განათლების მქონეებს – თვეში 1040 ევრო
  2. ტექნიკური უნივერსიტეტის (TE) კურსდამთავრებულებს – თვეში 990 ევრო

მათთვის, ვისაც ბაკალავრიატი ან დოქტორანტურა აქვს დამთავრებული, თვეში დამატებით 50 ან 100 ევროა გამოყოფილი. გარდა ამისა, დასაქმებული კანდიდატები, ისეთი სპეციფიკური სამუშაოების შესრულებისთვის, რომლებიც საშიშად და სარისკოდ ითვლება, დამატებით 70-დან 150 ევრომდე ანაზღაურებას მიიღებენ, დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

onalem

ტესტ