fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პროკურორი ითხოვს 10 პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორაციას

ამასთან, ინფორმაცია მოთხოვნილია ამ 10 პოლიტიკოსის ოჯახი წევრების საბანკო ანგარიშებთან და მათი ქონების წარმოშობასთან დაკავშირებით. მთლიანობაში 38 ადამიანზე მიმდინარეობს გამოძიება.

პროკურორ ელენი ტულოპაკიმ მოითხოვა 10 პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშების შესახებ და მათ სახელზე რიცხული ქონების წარმოშობასთან, ასევე ნოვარტის საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. პროკურატურამ მიმართა ყველა ბანკს. ინფორმაცია გამოთხოვილია არა მხოლოდ გამოძიებაში მყოფი პოლიტიკოსების საბანკო ანგარიშებზე, არამდედ, ასევე მათი არასრულწლოვანი შვილების და მეუღლების საბანკო ანგარიშებზეც. გამოძიება დაწყებულია ანტონის სამარას, პანაგიოტი მპიკრამენოს, ევაგელო ვენიზელოს, დიმიტრი ავრამოპოულოს, ანდრეა ლოვერდოს, ანდრეა ლიკურეზოს, გიანი სტურნარა, ადონი გეორგიადის, მარიო სალმა, გიორგო კუტრუმანის და მათი ოჯახის წევრების მიმართ. ასევე პროკურორი განაგრძობს გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწყებულია გამოძიება ნოვარტის საქმესთან კავშირში მყოფ სხვა პირების მიმართაც.