fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ნორვეგიიდან ათენამდე მარტო გადაცურული ზღვა მშვიდობისა და სიკეთისთვის

მარკ ფურმანი 60 წლის კანადელი მამაკაცია, რომელიც პირეოსის პორტში 19 ნოემბერს კანოეთი გამოჩნდა. მან ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოდან საბერძნეთამდე ზღვა მარტომ გადმოცურა და ეს ყველაფერი იმ კამპანიის მხარდასაჭერად, რომელიც კაცობრიობის სიკეთეს, მშვიდობასა და ჰუმანიზმს ემსახურება.

მარკი კანადელია, თუმცა, ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს. ზღვების დალაშქვრა მან აპრილში დაიწყო, გამოიარა 15 ევროპული ქვეყანა, 5, 400 კილომეტრი და ამ ყველაფერს 183 დღე მოანდომა.

მისი სამშვიდობო ტური 19 ნოემბერს პირეოსის პორტში დასრულდა, როცა დასავლეთის ძლიერი ქარი და ზოგადად, კლიმატური პირობები კანოეთი ცურვისთვის ნამდვილად არ იყო ხელსაყრელი.

სალამინაში მას კათხა ლუდითა და საკვებით გაუმასპინძლდნენ.

”ყოველდღე ვფიქრობდი შემეწყვიტა ცურვა. ჩემი გამოწვევები პირადულია, რომელიც ფიზიკურ და მენტალურ ძალას მოითხოვს. ყოველ დილას მე ვწყებდი ცურვით და არ ვიცოდი, წინ რა მელოდებოდა. თუმცა, არ დავნებდი,” ამბობს ფურმანი.

ის სამი შვილის მამაა. მოგზაურობის შემდეგ კი 15 კილოთი ნაკლებს იწონის, დასაწყისთან შედარებით. ის ებრძოდა ქარს, ტალღებს და დაკარგვის შიშს.

მან მისიის დასრულებისთვის ათენი აირჩია. ფურმანის ცოლი 6 წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. მას შემდეგ, ახლა უკვე 60 წლის კაცმა, რომელიც ფიქრობს, რომ სამყარომ ოჯახის მიმართ განცდები და დაფასება დაკარგა, გადაწყვიტა ამ გზით გაეგზავნა ყველასთვის მესიჯი, რომ სულ მცირე სიკეთეს, რომელიც თითოეულ ადამიანშია, შეუძლია ამხელა მანძილი გადაგალახვინოს.

onalem

ტესტ