fbpx
საზოგადოება

“ნომერ 040-ში ვიყავი, როდესაც ვიღაცამ ლექსების ხმამაღლა კითხვა დაიწყო” – სიტუაცია ათენის ავტობუსში

ათენის ტრანსპორტის მგზავრები, ალბათ, ყველაფერს წარმოიდგენდნენ, გარდა იმისა, რომ მათ წინაშე ვინმე ლექსების კითხვას დაიწყებდა… თანაც ხმამაღლა. დიახ ეს ყველაფერი ათენის ავტობუსში, N040-ში გუშინ მოხდა, რომელიც სინდაღმა-პირეას მარშრუტს ასრულებს.

ამის შესახებ ერთ-ერთმა მგზავრმა Facebook-ზე დაწერა. ავტობუსში სამმა პოეტმა ლექსები ხმამაღლა იკითხა და მათ საქსაფონით, მუსიკალური გაფორმებაც კი ჰქონდათ.

პოეზიის მოყვარულებმა ნამდვილად ინანეს, რომ გუშინ აღნიშნული ავტობუსით არ იმგზავრეს. თუმცა, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 მარტამდე მსგავსი “ღონისძიება” ათენის ავტობუსებში ყოველი თვის პირველ რიცხვში გაიმართება.

თუმცა… უყვარს კი ყველა მგზავრს პოეზია?!

onalem

ტესტ