ნოემბერი – ყველაზე საშიში თვე ატიკისთვის: რას ამბობენ სინოპტიკოსები?!

ნოემბერი არის თვე, რომელმაც ატიკისთვის ყველაზე დიდი ზარალი მოიტანა. ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური ინსტიტუტის სინოპტიკოსები აჯამებენ ყველა იმ კატასტროფას, რომელიც ამ თვეს მოჰყვა. სულ რაღაც ერთი წლის წინ, დაიტბორა მანდრა, რაც 24 ადამიანის სიკვდილით დასრულდა.

ატიკის რეგიონი ჯერ კიდევ გლოვობს იმ ადამიანებს, რომელიც ამ თვეს მომხდარმა შემთხვევებმა იმსხვერპლა, გასული 60 წლის მანძილზე, 1961 და 1977 წლებში. 1961 წლის 5-6 ნოემბერს ტავროსში, ეგალეოში, პერისტერიში, ლიოსიაში, მოსხატოში, კოკინიასა და რენტიში ასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, ხოლო 40 გარდაიცვალა.

1977 წლის 2-3 ნოემბერს უხვი ნალექისგან გამოწვეულმა დატბორვამ აღმოსავლეთ ატიკა გაანადგურა (ეგალეო, პერისტერი, ილიონი), პირეოსი და ათენის ცენტრი. ამ წელს მსხვერპლთა რაოდენობა 30 იყო. დაიტბორა 1, 000-ზე მეტი სახლი და წყალმა დაფარა 100 მანქანა.

მეტეოროლოგები იუწყებიან, რომ ხვალიდან საბერძნეთის მასშტაბით ამინდი უარესდება და ნავარაუდევია წვიმები რამდენიმე დღის მანძილზე. ისინი იმედოვნებენ, რომ კრიტიკულ რეგიონებში თავიდან იქნება აცილებული უხვი ნალექისგან მოსალოდნელი პრობლემები.

 

melano

ტესტ